25 ივნისი 2024,   06:05
ვრცლად
რა ქონებას ფლობს 72 წლის ბებია, რომლის მკვლელობაც შვილიშვილმა 150 ათას დოლარად დაუკვეთა - ახალი დეტალები

ახალი დეტალები ბებიის შეკვეთილი მკვლელობის მომზადების საქმეში - ქალი, რომლის მკვლელობაც, გამოძიების ინფორმაციით, შვილიშვილმა დაუკვეთა, "თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის" რექტორი და ამავე უნივერსიტეტის 66-პროცენტიანი წილის მფლობელი ვალენტინა საყვარელიძეა.

26 წლის მამაკაცი ბებიის მკვლელობის შეკვეთის ბრალდებით ჭავჭავაძის გამზირზე დააკავეს. ჭავჭავაძის 75-ში ცხოვრობს თავად ბებიაც, რომლის მკვლელობისთვის ბრალდებული დაქირავებულ პირს 150 ათას დოლარს დაჰპირდა. 

გამოძიების ინფორმაციით, დანაშაულის მოტივი ანგარებაა. ამაზე მიანიშნებს ვალენტინა საყვარელიძის ქონებრივი მდგომარეობაც. 72 წლის ქალი "თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის" რექტორი და ამავე უნივერსიტეტის 66%-იანი წილის მფლობელია. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, მასვე ეკუთვნის 1000 მ2 მიწის ნაკვეთი ლისზე. "კურიერის" ინფორმაციით, ვალენტინა საყვარელიძემ, ცოტა ხნის წინ, გაასხვისა ძვირადღირებული უძრავი ქონება პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე.

პროკურატურის ინფორმაციით, შვილიშვილმა პოტენციური მკვლელი ბებიის საცხოვრებელ მისამართზე თავად მიიყვანა.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 26 წლის მამაკაცს 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 

დღის ამბები