26 აპრილი 2024,   07:48
ვრცლად
ამერიკელმა პოლიციელმა მოასწრო ავტოავარიის შედეგად დაშავებული მძღოლი მანქანიდან მის აფეთქებამდე გადმოეყვანა

ლას-ვეგასში პოლიციის ოფიცერმა ავტოავარიიის დროს დაშავებული მძღოლის მანქანიდან გამოყვანა მის აფეთქებამდე შეძლო. შემთხვევა ბულვარის მიმდებარედ მოხდა.

გზად მიმავალი ადგილობრივი ავტომობილი პალმის ხეს შეეჯახა, სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში ჩანს, თუ როგორ გადაარჩინა პოლიციის ოფიცერმა ალმოდებული მანქანიდან მძღოლი ხანგრძლივი მცდელობის შედეგად.

მძღოლი და პოლიციის თანამშრომელი კვამლით ინტოქსიკაციის შედეგად საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

დღის ამბები