04 სექტემბერი 2026,   04:57
ვრცლად
დღეს სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელიდან გათავისუფლების საკითხზე ცენტრ "ემპათიის" ექსპერტები გამოიკითხებიან 

მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელიდან გათავისუფლების საკითხზე ამ წუთებში სასამართლო მსჯელობს. სხდომაზე ცნობილი უნდა გახდეს დაცვის პოზიცია ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებულ დასკვნაზე, რომელიც წინა სხდომაზე პენიტენციურმა სამსახურმა წარმოადგინა.

საუბარია ცენტრ "ემპათიის" მიერ გამოტანილ დიაგნოზებზე. ექსპრეზიდენტის უფლებადამცველის განცხადებით, დაიკითხებიან ცენტრ ემპათიის ექსპერტები. 

"დღეს იგეგმება ცენტრი "ემპათიას" ექსპერტების გამოკითხვა. დღეს ისინი ჩვენებას მისცემენ გაცემული დასკვნის ირგვლივ და ასევე ჩაერთვება ცენტრი"ემპათიას" ექსპერტი, რომელიც გერმანიაში მოღვაწე ექიმი გახლავთ და მოწვეული იქნა მათ მიერ.

ასევე, პასუხი გაეცემა შუამდგომლობას, რომელიც წარმოდგენილი იქნა მოწინააღმდეგე მხარის მიერ და ითხოვენ სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას,"-აცხადებს შალვა ხაჭაპურიძე.   

ამასთან, უწყების განმარტებით, წარმოდგენილი დოკუმენტები არაერთ კითხვას აჩენს.

დღის ამბები