19 აპრილი 2024,   08:32
ვრცლად
კომპოზიტორთა ეროვნული კონკურსის ლაურეატთა კონცერტი გაიმართა

ჯანსუღ კახიძის ცენტრმა კომპოზიტორთა კონკურსის ლაურეატთა კონცერტს უმასპინძლა.  კამერული და სიმფონიური ჟანრის ნაწარმოებები მაყურებელმა სანდრო ნებიერიძის, ლაშა ხარხელაურის და ნიკოლოზ შენგელიას შესრულებით მოისმინა.

ხელოვანებმა ნაწარმოებები თბილისის სიმფონიური ორკესტრის თანხლებითა და დავით მუქერიას დირიჟორობით შეასრულეს. კონკურსი რომლის გამარჯვებულებსაც მოუსმინეს კულტურის სამინისტრომ ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრთან ერთად 2022 წელს დააფუძნა. ეს კონკურსის ლაურეატთა კონცერტების სერიის პირველი საღამო იყო.  კონცერტს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო.

დღის ამბები