27 ივლისი 2024,   04:30
ვრცლად
არის ერთი ჯოხი, ჩხირი, რომელიც ვერაფერს ჭამს და ვეღარ მოძრაობს - გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე

ერთი დღე დასკვნით პროცესამდე - ხვალ მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლოა, რომელზეც მხარეები დასკვნითი სიტყვით წარსდგებიან, რის შემდეგაც მოსამართლე სათათბიროდ გავა.

დღეს კლინიკაში შვილის მოსანახულებლად გიული ალასანია მივიდა. მან სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა.

"ყველაზე სწორი გადაწყვეტილება, იცით, რა იქნებოდა, რომ ჩემი შვილი არ მჯდარიყო ციხეში. ჯანმრთელობაზე უკვე აღარ არის ლაპარაკი, ადამიანი აღარ არსებობს. არის ერთი ჯოხი, ჩხირი, რომელიც ვერაფერს ვერ ჭამს და ვეღარ მოძრაობს.

ყველანაირი ფორმა მისაღებია, რაც შეცვლის იმ ვითარებას, რაშიც ჩვენ ახლა აღმოვჩნდით," - განაცხადა გიული ალასანიამ.

დღის ამბები