26 აპრილი 2024,   04:59
ვრცლად
"ყინვაში, მტვერსა და უბედურებაში დავდივართ, გვინდა მოგვიმატონ ტარიფები და დაგვაფასონ" - "ვოლტის" კურიერები გაიფიცნენ

"ვოლტის" კურიერები გაიფიცნენ. მათი ნაწილი დღეს არ მუშაობს. ისინი ვარდების მოედანზე არიან შეკრებილები. კურიერები კონკრეტულ მოთხოვნებს აყენებენ - პირველ რიგში, ითხოვენ სამუშაო პირობების გაუმჯობესებას.

"ჩვენი მოთხოვნაა ჩვენი ტარიფების აწევა. ბევრი ხარვეზია, რის გამოც ჩვენ გვაკლდება შემოსავალი. კილომეტრების ცდომილებაა, რომელიც თითქმის ყველა შეკვეთაზე ხდება. რამდენიმე თვეა გვეუბნებიან, რომ გაასწორებენ, თუმცა არ სწორდება. რამდენიმე დღე ჰქონდათ პასუხისთვის, არანაირი რეაგირება არ ხდება მათი მხრიდან," - განაცხადა ერთ-ერთმა გაფიცულმა კურიერმა.

"აქვთ იმის რესურსი, რომ მოგვიმატონ ტარიფები, იმიტომ რომ ბევრ რისკთან და ხარჯებთან არის დაკავშირებული ჩვენი მომსახურება. სიცივეში, წვიმაში, ყინვაში, მტვერსა და უბედურებში დავდივართ, გვინდა მოგვიმატონ ტარიფები და დაგვაფასონ ჩვენც," - აღნიშნა გაფიცულმა კურიერმა.

 

დღის ამბები