26 აპრილი 2024,   00:57
ვრცლად
დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი კანონმდებლებმა საგაზაფხულო სესიაზე უნდა დაამტკიცონ - რას აცხადებენ პოლიტიკურ სპექტრში

პარლამენტმა საგაზაფხულო სესიაზე კანონი "დეოლიგარქიზაციის შესახებ" უნდა დაამტკიცონ. დოკუმენტი შეფასებისთვის ვენეციის კომისიაშია გადაგზავნილი და დასკვნა მარტის შუა რიცხვებში ცნობილი უნდა გახდეს. თავის მხრივ, კანონის ყველაზე თანაბრად გავრცელების აუცილებლობაზე აკეთებს აქცენტს ოპოზიცია.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" წევრი პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ დეოლიგარქიზაციის კანონისგან თავის არიდების შესაძლებლობა არავის ბარ უნდა ჰქონდეს. 

"დარწმუნებული ვარ, ვენეციის კომისია იმსჯელებს არა ფორმალურად, არამედ რეალობაში ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან მიმართებაში. ის მიდგომა, რომ ივანიშვილზე არ უნდა გავრცელდეს კანონი, არასწორია. კანონის გავრცელებისგან დაზღვეული არავინ არ უნდა იყოს,"-აცხადებს პაატა მანჯგალაძე. 

მმართველ გუნდში კი თვლიან, რომ ოპოზიციის ნაწილის მცდელობა კანონპროექტი მხოლოდ ბიძინა ივანიშვილზე იყოს მორგებული აბსურდია.

"ძალიან დიდი ნონსენსი იქნება კანონპროექტი, როგორც არის რადიკალური ოპოზიციის მოთხოვნა მოვარგოთ ბიძინა ივანიშვილს, ვისზეც აქვთ მომართული თავიანთი სამიზნეები და ამ კანონმა გვერდი აუაროს იმ ადამიანებს, რომლებიც უხეშად და ღიად ერევიან ქართულ პოლიტიკაში. ფინანსებით, გავლენით და ყოველგვარი ბინძური ხერხებით,"-აცხადებს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია.

დღის ამბები