ყინვა, თოვლი და წვიმა თურქეთში სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებს კიდევ უფრო ართულებს. შენობების ნანგრევებში მოყოლილი ხალხი დახმარებას ითხოვს.
თურქეთის სამხრეთ პროვინციაში, ჰატაიში მცხოვრები მამაკაცი, სახელად დენიზი "როიტერსთან" სამაშველო ოპერაციის შესახებ ჰყვება.
"ისინი [ნანგრევებში მოყოლილი ადამიანები] ყვირიან, თუმცა ვერავინ შველით... განადგურებულები ვართ. იძახიან, გადაგვარჩინეთო, მაგრამ ვერ ვეხმარებით.." - ამბობს დენიზი.
თურქეთს დახმარებას მსოფლიოს არაერთი ქვეყანა უწევს, მათ შორის - საქართველოც. ქართველი მაშველები უკვე სტიქიის ზონაში იმყოფებიან.
თურქეთის პრეზიდენტს უსამძირებს ამერიკელი კოლეგა ჯო ბაიდენი. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით შტატები თურქეთსა და სირიას საჭიროებისამებრ დაეხმარება.
მიწისძვრის შედეგად გარდავლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა ავსტრალიის პრემიერ მინისტრმაც, დაშავებულებისთვის კი 10 მილიონის ღირებულების ჰუმანიტარული დახმარება გამოყო.
თურქეთს დახმარებას ახალი ზელანდია და იაპონიაც გაუწევს.
ნანგრევებში მოყოლილების გამოყვანას ცდილობენ სირიაშიც - "თეთრჩაფხუტიანების" წარმომადგენლის, რაედ ალ-სალეჰის თქმით, ყველაფერს აკეთებენ, რომ ადამიანების გადარჩენა შეძლონ.
BBC-ის ინფორმაციით, დაზარალებულების დასახმარებლად დამასკოს საერთაშორისო აეროპორტში ირანიდან და ერაყიდან უკვე ჩაფრინდა საჭირო ნივთებითა და პროდუქტით დატვირთული თვითმფრინავები. ერაყმა სტიქიის ზონაში მცხოვრები ადამიანებისთვის 70 ტონამდე საკვები, სამედიცინო მარაგი და სხვა საჭირო ნივთები, რომელსაც მოსახლეობა დღეს დილიდან მიიღებს.
ერაყის პრემიერ-მინისტრმა კი გუშინ განაცხადა, რომ სირიაში პირველადი დახმარებისთვის საჭირო ნივთებს, თავშესაფრისთვის საჭირო მარაგებსა და საწვავს გაგზავნიდა.