01 მაისი 2024,   14:01
ვრცლად
"უპრეცედენტო ჩართულობა იყო ქართული მოსახლეობის მხრიდან, სოლიდური თანხა მოგროვდა" - სტიქიის ზონაში საელჩოდან ჰუმანიტარული ტვირთის პირველი ნაწილი დღეს იგზავნება

თურქეთის საელჩოდან სტიქიის ზონაში ჰუმანიტარული ტვირთის პირველი ნაწილი დღეს იგზავნება. თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის და საელჩოს დახმარებით, პირველადი მოხმარების ნივთებს, პროდუქტებს, თბილ ტანსაცმელს აგროვებენ. მიზანი სტიქიის შედეგად დაზარალებულების დახმარებაა.

თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის თავმჯდომარე, ოსმან თურანი ამბობს, რომ უშუალო ჰუმანიტარულ დახმარებასთან ერთად, 197 ათასი ლარის მობილიზება მოხდა.

"უპრეცედენტო ჩართულობა იყო ქართული მოსახლეობის მხრიდან. გავხსენით სპეციალური ანგარიშები, ეს მხოლოდ ნივთებზე არ იყო, საკმაოდ სოლიდური თანხა მოგროვდა. გუშინ საღამოს მონაცემებით, ეს იყო 197 ათასი ლარი, რაც ასევე უპრეცედენტო იყო. მადლობას ვუხდით ქართულ მოსახლეობას," - განაცხადა თურანმა.

დღის ამბები