07 მაისი 2024,   19:13
ვრცლად
გარდაბანში 83 წლის კაცს ეძებენ

გარდაბანში 83 წლის კაცს ეძებენ. 

ოჯახი დახმარებას ითხოვს- გარდაბანში 83 წლის კაცს 3 თვეზე მეტია უშედეგოდ ეძებენ.

ოჯახის ცნობით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაზარლოში ასლანფაშა მოვლაევი 2022 წლის 6 დეკემბერს ღამე საკუთარი სახლიდან გავიდა და უკან არ დაბრუნებულა. მას აქვს გონებრივი უკმარისობა. 

ოჯახმა მომხდარის შესახებ პოლიციას უკვე შეატყობინა.

დღის ამბები