07 მაისი 2024,   12:21
ვრცლად
ციკლონმა "გაბრიელმა" ახალ ზელანდიაში 5 ადამიანი იმსხვერპლა

ციკლონმა "გაბრიელმა" ახალ ზელანდიაში 5 ადამიანი იმსხვერპლა. სტიქიამ ქვეყნის მასშტაბით, წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია, რის გამოც უსაფრთხოების მიზნით ათასობით მოქალაქე დროებით თავშესაფრებში გადაიყვანეს. 20-ზე მეტი განსახლების ცენტრი შეიქმნა ოკლენდში. ცენტრის თანამშრომლები საფრთხის ქვეშ მყოფი ტერიტორიებიდან დევნილი მაცხოვრებლებს საკვებით და სასმელი წყლით ამარაგებენ. 

ახალ ზელანდიაში დაახლოებით 160 000 სახლი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. მთელს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.
დღის ამბები