07 მაისი 2024,   16:31
ვრცლად
როგორ გამოიყენა ყატარმა საიდუმლო გარიგება ევროპარლამენტთან დასაკავშირებლად - POLITICO

როგორ გამოიყენა ყატარმა საიდუმლო გარიგება ევროპარლამენტთან დასაკავშირებლად, - ამ სათაურით ვრცელ სტატიას POLITICO აქვეყნებს. როგორც ირკვევა, "პოლიტიკომ" პარლამენტის ქვეკომიტეტსა და ყატარის ორგანიზაციას შორის თანამშრომლობის პაქტი მოიპოვა, თუმცა ოფიციალურად გარიგება არ არსებობს.

პაქტი, რომელიც პანზერიმ დადო, როგორც პარლამენტის ადამიანის უფლებათა ქვეკომიტეტის ხელმძღვანელმა, აკავშირებდა ევროკავშირის ორგანოს ყატარის ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიასთან. მან ორ მხარეს შორის "მჭიდრო თანამშრომლობის" პირობა დადო და ამ ტენდენციამ საფუძველი ჩაუყარა წლების განმავლობაში თანამშრომლობას, მათ შორის კონფერენციებსა და კანონმდებლების ვიზიტებს დოჰასა და ყატარში, რაც მოიცავდა ბიზნეს კლასის ფრენებსა და ძვირადღირებულ სასტუმროებს.

არსებობს დოკუმენტი, რომელიც ასახავს იმას, თუ როგორ შეძლო უცხო ქვეყანამ არსებითი კავშირების დამყარება ევროკავშირის კანონმდებლებთან და ევროპარლამენტის კომიტეტთან ოფიციალური კომუნიკაციის გარეშე.

სასჯელის შემცირების სანაცვლოდ პანზერიმ პროკურორებთან შუამავლობით საპროცესო შეთანხმება დადო და აღიარა, რომ მოისყიდა ევროპარლამენტარები. მისი პარტნიორები ყოველგვარ დანაშაულს უარყოფენ. ბრალდებას უარყოფს ყატარიც.

დღის ამბები