02 მაისი 2024,   19:59
ვრცლად
ჯანდაცვის მინისტრი დეპუტატებს 2022 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიშს და სამომავლო გეგმებს აცნობს - კომიტეტის სხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს

პარლამენტში ჯანდაცვის მინისტრი უკვე მივიდა - ზურაბ აზარაშვილს საკანონდებლო ორგანოში ჯანდაცვის კომიტეტის ფარგლებში უსმენენ, სხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს.

მინისტრი დეპუტატებს 2022 წლის საქმიანობას და სამომავლო გეგმებს აცნობს. დღესვე წარადგენენ ჯანდაცვის კომიტეტის ანგარიშსაც.

"იყო კონსტრუქციული თანამშრომლობა, არაერთ კანონზე ვიმსჯელეთ და მივიღეთ და იცით, რომ 2023 წელს საპენსიო მატება აქვს ყველა სოციალურ ჯგუფს, მათ შორის კიდევ წელს მოსალოდნელია სოციალურად დაუცველი ბავშვების ანაზღაურების ზრდა. რეფერენტული ფასები შემოვიდა 3-4 დღის წინ სახელმწიფოში, "დი არ ჯი-ს" სისტემაზე გადავიდა სახელმწიფო 1 იანვრიდან საყოველთაო ჯანდაცვა. ბატონი მინისტრი იქნება პარლამენტში კომიტეტის სხდომაზე, სადაც კომიტეტის წინაშე ანგარიში წარსდგება," - აცხადებს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე
.

დღის ამბები