02 მაისი 2024,   07:13
ვრცლად
ხვალ, რუსთაველის სახელობის თეატრში საქველმოქმედო საღამო "მსოფლიო ვარსკვლავები ბავშვებისთვის" გაიმართება

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, მსოფლიო ვარსკვლავები სიმფონიურ ორკესტრთან ერთად 20 თებერვალს დაგეგმილი კონცერტის გენერალურ რეპეტიციას გადიან.

ხვალ, რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრის დიდ საკონცერტო დარბაზში საქველმოქმედო საღამო "მსოფლიო ვარსკვლავები ბავშვებისთვის" გაიმართება.

კონცერტში მონაწილეობას სპეციალური სტუმარი "ოსკარის" და "ოქროს გლობუსის" ნომინანტი, ცნობილი სოპრანო სუმი ჯო მიიღებს.

საქველმოქმედო კონცერტი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის 90 წლის იუბილეს ეძღვნება. კონცერტში მიღებული თანხა მთლიანად გადაირიცხება თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის.

დღის ამბები