03 მაისი 2024,   01:31
ვრცლად
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ბადრი ესებუას საქმეზე პირველი მძევალი იკითხება

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ბადრი ესებუას საქმეზე სასამართლო სხდომა მიმდინარეობს. ამ წუთებში იკითხება პირველი მძევალი, რომელიც "საქართველოს ბანკის" თანამშრომელია. მოლარე ოპერატორი, თეონა კუკავა დეტალურად იხსენებს, 2020 წლის 21 ოქტომბერს, როდესაც ბაკის ფილიალში შეირაღებული თავდამსხმელი შეიჭრა. მას დაზარალებულის სტატუსი აქვს. 

პარალელურად, მოსამართლემ ბრალდების შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რომლის მიხედვითაც, ბადრი ესებუას ხმის, სუნის და ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდება. პროკურატურა ითხოვს, ბადრი ესებუა 20 დღის განმავლობაში გადაიყვანონ სტაციონარში. ამ მოთხოვნას არ ეთანხმება დაცვის მხარე და ბადრი ესებუას ადვოკატები აცხადებენ, რომ ეს პატიმრის დისკრედიტაციაა.  თუმცა, მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ბადრი ესებუას 20 დღის განმავლობაში შესაბამის სტაციონალურ დაწესებულებაში მოათავსებენ.

სხდომათა დარბაზშია ბადრი ესებუაც. ის ბათუმის პენიტენციური დაწესებულებიდან ბადრაგებმა ზუგდიდში ისევ ჩაიყვანეს.

დღის ამბები