30 აპრილი 2024,   17:51
ვრცლად
თურქეთში, გუშინ მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 110-მდე გაიზარდა

თურქეთში, მალათიის პროვინციაში ახალი მიწისძვრის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 110-ამდე გაიზარდა, ჩამოიშალა 29 შენობა, დაღუპულია 1 მოქალაქე, ნანგრევებიდან ამოიყვანე 32 გადარჩენილი.

თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციები მართვის სამსახურის ინფორმაციით , ბოლო სამი კვირის განმავლობაში რეგიონში ოთხი ახალი მიწისძვრა დაფიქსირდა, რომელთა სიმძლავრემ 5 მაგნიტუდას გადააჭარბა, განმეორებითი ბიძგების რაოდენობა კი 45 იყო.

თურქეთსა და სირიაში, 6 თებერვლის ძლიერი მიწისძვრის შემდეგ დაღუპულთა საერთო რაოდენობა უკვე 50 ათასს აჭარბებს.
დანგრეულია 160 ათასზე მეტი შენობა.

პრეზიდენტ ერდოღანის განცხადებით, არ არსებობს ქვეყანა, რომელსაც შეიძლება დაემართოს მსგავსი კატასტროფა და შეძლოს აღდგენა ისე მალე, როგორც ეს შეუძლია თურქეთს.

დღის ამბები