27 აპრილი 2024,   23:31
ვრცლად
ბაკურიანი 2023 - ტურნირმა, რომლის ჩასატარებლად ქვეყანა ხუთი წლის მანძილზე ემზადებოდა, მოლოდინი გაამართლა

16 თებერვლიდან დაბა ბაკურიანი ისტორიაში პირველად ფრისტაილის , სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობს, ტურნირმა რომლის ჩასატარებლად ქვეყანა ხუთი წლის მანძილზე ემზადებოდა მოლოდინი გაამართლა. საერთაშორისო ფედერაციის შეფასებით როგორც ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით ასევე სპორტული მიმართულებით ელიტური შეჯიბრი წარმატებულია.

ამ დროისთვის პრიზიორები ოთხ დისციპლინაში გამოვლინდნენ, 5 მარტამდე ფინალური ეტაპები დარჩენილ სამ სახეობაში ჩატარება. მსოფლიო ჩემპიონატის მეათე საშეჯიბრო დღეს დიდველის მთაზე ქალთა შორის ფრისკის სლოუფ სთაილის ფინალი გაიმართა, რომელშიც 9 ქვეყანის, 12 სპორტსმენმა იასპარეზა. დღესვე ვაჟთა შორის ფრისკი სლოუფსთაილის გამარჯვებულების ვინაობა გახდა ცნობილი, ტურნირში 7 ქვეყნის, 16 სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა.

მსოფლიო პირველობაზე 42 ქვეყნის 700მდე სპორტსმენთან ერთად ექვსმა ქართველმა მოთხილამურემ იასპარეზა. დარჩენილი სამი დისციპლინიდან ერთში, ბიგ ეარში ორი მათგან ლუკა ჩოფიკაშვილი და ბუთა ელოშვილი კვლავ შეეცდებიან საუკეთესოთა შორის მოხვედრას. ათი საშეჯიბრო დღის შემდეგ ელიტურ ტურნირზე ყველაზე მეტი, შვიდი მედალი შვეიცარიის ნაკრებს აქვს მოპოვებული, 5-5 მედლით საუკეთესოთა შორის არიან კანადელი და შვედი მოთხილამურეები.

მიმდინარე ტურნირმა საყოველთა ინტერესი გამოიწვია, ბაკურიანში მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეების გარდა ვეტერანი სპორტსმენები, ქართველი და უცხოელი გულშემატკივრები იმყოფებიან, რომლებსაც შეჯიბრის შემდეგ სპორტულ სოფელში მასპინძლობენ, სადაც ყოველდღიურად სხვადასხვა აქტივობები იმართება.

ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატი 5 მარტს დასრულდება.

 

ავტორი: ჯემალ ფარცახაშვილი

 
დღის ამბები