28 აპრილი 2024,   08:33
ვრცლად
რატომ აკრძალეს TikTok-ის აპლიკაცია კანადაში სამსახურებრივ მობილურ მოწყობილობებზე - რა საფრთხეს შეიცავს ჩინური სოციალური ქსელი

კანადის მთავრობამ სამსახურებრივ მობილურ მოწყობილობებზე ჩინური სოციალური ქსელ TikTok-ის აპლიკაცია აკრძალა. ამის შესახებ BBC იუწყება.

პრემიერ-მინისტრის, ჯასტინ ტრიუდოს განცხადებით, კანადის ხელისუფლება საკმაოდ სერიოზულად უდგება როგორც უსაფრთხოებისა და დაცულობის, ისე გამოხატვის თავისუფლების საკითხებს.

ამასთან, გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ ევროკომისიამ, უსაფრთხოების მიზეზებით, თანამშრომლებს TikTok-ის გამოყენება აუკრძალა. დეკემბერში კი ჩინეთის მხრიდან ჯაშუშობის საფრთხის გამო, ფედერალური უწყებების თანამშრომლებს სამსახურებრივ მოწყობილობებზე TikTok-ის გამოყენება ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ აუკრძალა.

აღნიშნული ჩინური სოციალური პლატფორმა შექმნის დღიდან არაერთ სკანდალში გახვეულა. ინტერნეტპლატფორმას ძირითადად მომხმარებლების პირადი მონაცემების უკანონოდ შენახვასა და გავრცელებაზე ედავებიან.

დღის ამბები