13 მაისი 2024,   00:17
ვრცლად
დღეს, თბილისის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

დღეს, 1 მარტს Georgian Water and Power კრწანისის რაიონში, კრწანისის ქ. N56-თან წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს. ინფორმაციას GWP ავრცელებს.

მათივე ცნობით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 1 მარტს 22:00 საათიდან 2 მარტის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

კრწანისის რაიონში:

კრწანისის N 56-98 (ლუწებს), N 49-85 (კენტებს), კრწანისის მე-2 შესახვევს, კრწანისის მე-3 გასავალს, გრიგოლ ვოლსკის, ალიოშა ჯაფარიძის, წინანაურის, ორთაჭალის N 60-134 (ლუწებს), N 75-133 (კენტებს) ქუჩებს


"Georgian Water and Power ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge" - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღის ამბები