დღეს საქართველოს პარლამენტში უსაფრთხოების დამატებით ზომებს მიიღებენ. საკანონმდებლო ორგანო განცხადებას ავრცელებს.
პარლამენტსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 30 დეკემბრის ბრძანებით დადგენილი რეგულაციების შესაბამისად, იმოქმედებს პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი. შეზღუდვა არ შეეხება აკრედიტებულ ჟურნალისტებს და ღონისძიებებზე შესაბამის კომიტეტთან წინასწარ შეთანხმებულ დამსწრე პირებს.
მიზანი საქართველოს პარლამენტის წევრების, აპარატის თანამშრომლებისა და პარლამენტის ვიზიტორების უსაფრთხოების დაცვა და სამუშაო პირობების უზრუნველყოფაა" - ვკითხულობთ განცხადებაში