"ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა "ხალხის ძალის" წარმომადგენელს გურამ მაჭარაშვილს, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე ე.წ. უცხოური გავლენების აგენტის შესახებ კანონპროექტს წარმოადგენს მიმართა და განუმარტა, რომ აღნიშნული კანონპროექტის მიღება მოკლავს საქართველოს ევროინტერგრაციის პროცესს.
"ამ კანონით თქვენ კლავთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების იდეას, პერსპექტივას. შესაბამისად ამ ამ კანონის მუხლობრივ განხილვაში შესვლა ნიშნავს, ამსჯელოთ საზოგადოება, ტყვიით მოკლას საქართველოს ევროპული პერსპექტივა, გაზით მოწამლოს თუ დანა გამოუსვას კისერში,"-აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.
ხმაურით და დაპირისპირებით დაიწყო იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, რომელზეც, "ხალხის ძალის" მიერ ინიცირებულ ამერიკულ კანონპროექტებს განიხილავენ.
სხდომაზე ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა. ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა მანდატურის სამსახურს ადგილიდან შეძახილების გამო, რამდენიმე დეპუტატის დარბაზიდან გაყვანის შესახებ მოუწოდა. ამ წუთებში კომიტეტის სხდომაზე სიმშვიდეა, დარბაზში დეპუტატები მომხსენებელს კითხვებს უსვამენ.