17 მაისი 2024,   13:13
ვრცლად
მძიმე ღამის შემდეგ რუსთაველზე სიმშვიდეა - აღდგენილია ტრანსპორტის მოძრაობა

მძიმე ღამის შემდეგ რუსთაველზე სიმშვიდეა. ქალაქის მთავარ გამზირზე აღდგენილია ტრანსპორტის მოძრაობა. ტერიტორია შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებმა უკვე დაასუფთავეს. პარალელურად, ადგილზე საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, ცოტა ხნის, წინ მუშაობდნენ ექსპერტები.

ტერიტორიაზე, სადაც ღამის განმავლობაში არაერთი დაპირისპირება მოხდა - სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებულებები შეაგროვეს. მათ შორის, იმ ავტომანქანებიდანაც, რომლებიც დაზიანებულია. ადგილი შემოსაზღვრული იყო ყვითელი ლენტით.

დასუფთავების მიუხედავად, საკანონმდებლო ორგანოს მინები ჯერ კიდევ ჩამსხვრეულია, კედლებს კი ხანძრის კვალი ამჩნევია. 

დღის ამბები