15 ნოემბერი 2024,   09:56
ვრცლად
ყურადღებით დავაკვირდებით,რომ კანონპროექტი ოფიციალურად იქნეს გაწვეული -"ჰელსინკის კომისიის"
"ჰელსინკის კომისიის" შეფასებით, საქართველოს მმართველი პარტიის მხრიდან, რუსული სტილის უცხო აგენტების კანონის გაუქმება მისასალმებელი ნაბიჯია იმ კრიზისის განმუხტვისთვის, რომელიც მათ გამოიწვიეს. 
 
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დემოკრატიის განვითარებისა და დასავლური ინტეგრაციის გასაძლიერებლად, ახლა ერთობლივი მუშაობაა საჭირო.
 
"ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით, რომ კანონპროექტი ოფიციალურად იქნეს გაწვეული და დაკავებული მომიტინგეები სწრაფად გათავისუფლდნენ. ახლა „ქართული ოცნებისთვის“ ნათელი უნდა იყოს, რომ ქართველი ხალხი არ იქნება პასიური დემოკრატიის დემონტაჟისა და მათ ევრო ატლანტიკური არჩევანზე უარის თქმის შემთხვევაში. მოდით, ახლა ყველამ ერთად ვიმუშაოთ დემოკრატიის განვითარებასა და დასავლური ინტეგრაციის გასაძლიერებლად“,- წერია განცხადებაში.
დღის ამბები