15 ნოემბერი 2024,   09:24
ვრცლად
"ფრიდომ ჰაუსმა" 2023 წლის ანგარიში გამოაქვეყნა - რა პოზიციაზეა საქართველო

"ფრიდომ ჰაუსმა" 2023 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. საქართველო დოკუმენტში ნაწილობრივ თავისუფალ სახელმწიფოდ არის მოხსენიებული და თავისუფლების ინდექსით 100-დან 58 ქულა აქვს მინიჭებული.

ქვეყანას პოლიტიკური უფლებების დაცვის კუთხით 40 დან 22 ქულა აქვს, სამოქალაქო თავისუფლების კუთხით კი 60-დან 36.

ბოლო ათი წლის განმავლობაში თავისუფლების ინდექსის ვარდნა დაფიქსირდა მსოფლიოს ყველა რეგიონში, მათ შორის შეერთებულ შტატებსა და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში. ეს კი ამ ქვეყნებში ახსნილია პოლიტიკური პოლარიზაციის ზრდით. მოხსენებაში ნათქვამია, რომ რუსეთში თავისუფლების შემცირებამ გავლენა მოახდინა მის მეზობლებზეც.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ საბჭოთა კავშირის დაცემიდან სამი ათწლეულის შემდეგ, „ევრაზიაში ავტორიტარიზმი დომინირებს". მოხსენებაში არცერთი ყოფილი საბჭოთა ქვეყანა არ არის დასახელებული როგორც "თავისუფალი", გარდა ბალტიის სამი ქვეყნის - ესტონეთის, ლიეტუვასა და ლატვიისა, რომლებიც ევროკავშირისა და ნატოს წევრები არიან.

დღის ამბები