15 ნოემბერი 2024,   08:58
ვრცლად
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ვიზიტით შვედეთის სამეფოში იმყოფება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ვიზიტით შვედეთის სამეფოში იმყოფება. შვედ კოლეგასთან და ევროკავშირის საკითხებში სახელმწიფო მდივანთან შეხვედრისას განხილვის მთავარი საკითხი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება, ქვეყნის მიერ ამ გზაზე აღებული ვალდებულებების შესრულება და რეფორმების იმპლემენტაციის წარმატებული პროცესი იყო.

შვედეთის მხრიდან კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოს ევროპული მომავლის მხარდაჭერა. ილია დარჩიაშვილმა თავის მხრივ შვედ კოლეგას ინფორმაცია მიაწოდა ხელისუფლების მიერ ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესზე.

მხარეებმა ასევე განიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო.

დღის ამბები