18 მაისი 2024,   20:18
ვრცლად
გერმანულ აინტრახტთან თამაშისას, დღეს, ნაპოლის ქართველი ვარსკვლავისგან გულშემატკივარი ისევ გოლს და კვარადონას საფეხბურთო შოუს ელის

2 საათში ქართული და უკვე მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავისგან, მოედანზე საოცრების მოხდენას კიდევ ერთხელ ელოდებიან. ნაპოლის ქართველი ლიდერისგან გერმანულ აინტრახტთან თამაშისას იტალიელები და ქართველები ისევ გოლს და კვარადონას საფეხბურთო შოუს ელიან. 22 წლის ნაპოლის შემტევმა ნახევარმცველმა, 8 თვეში უკვე მთელი სამყარო აალაპარაკა.

დღეს კვარაცხელის ყველაზე ყურებადი ფეხბურთელების რეიტინგში არგენტინელ მესის და პორტუგალიელ რონალდუს უსწრებს. დიეგო მარადონას შემდეგ, იტალიურ კლუბს ყველაზე დიდი პოპულარობა სწორედ ქართველმა ფეხბურთელმა მოუტანა, ხვიჩა კვარაცხელიასთან ინტერვიუს რიგში ისეთი გამოცემები დგანან, როგორიცაა "ნიუ იორკ ტაიმსი" და ტელეკომპანია "სიბიესი". თავად კვარაცხელია მიუხედავად იმისა რომ მსოფლიო დონის ფეხბურთელების რიგშია, თავისუფალ დროს საყვარელი კლუბის რეალ მადრიდის თამაშების ყურებას უთმობს.

ესპანური კლუბის სიყვარულის გამო მას რეალ მადრიდის ლეგენდამ ხოსე მარი გუტიმ საკუთარი მაისური გაუგზავნა.

ავტორი: ჯემალ ფარცახაშვილი. 

დღის ამბები