26 აპრილი 2024,   08:36
ვრცლად
როგორც ვანო მერაბიშვილთან არ დავჯდები სასაუბროდ, ასევე არ დავჯდები გახარიასთან - გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, პოლიტიკოსებთან, რომლებიც მიტინგებს არბევდნენ, მაგალითად, ისევე როგორც ვანო მერაბიშვილთან არ დაჯდება სასაუბროდ, ასევე არ დაჯდება სასაუბროდ გიორგი გახარიასთან.

გიორგი მარგველაშვილმა შეაფასა ოპოზიციური პარტიების გაერთიანების რესურსი და აღნიშნა, რომ ის წინა წლებშიც ცდილობდა ოპოზიციის გაერთიანებას, თუმცა, დეტალები ხელს უშლიდა. წამყვანების კითხვაზე, ვისთან ერთად მოიაზრებს ოპოზიციურ ერთობას, მარგველაშვილმა განაცხადა: "ყველაზე მეტად, ვაშაძე, ლაკა [ელენე ხოშტარია], ჯაფარიძე, "ლელო"."

რაც შეეხება ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ ის ბიძინა ივანიშვილის წარუმატებელი პროექტია. მისივე თქმით, აღნიშნული დასკვნა მან საკუთარი ანალიზის საფუძველზე გამოიტანა და დამადასტურებელი ფაქტი არ აქვს.

"რა ფაქტი უნდა მქონდეს, წარუმატებელი პროექტია - ერთი და მეორეც, მე ადამიანებთან, პოლიტიკოსებთან, რომლებმაც მიტინგები დაარბიეს, არ მაქვს ღირებულებითი შეთავსებულობა არანაირად," - განაცხადა "ფორმულას" ეთერში გიორგი მარგველაშვილმა.

დღის ამბები