უკრაინა ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან ერთ მილიონ ერთეულ საბრძოლო მასალას მიიღებს - ბრიუსელში მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, სხვადასხვა ტიპის ჭურვები, რაკეტები და ტყვიები, კიევში მომდევნო 12 თვის განმავლობაში გაიგზავნება.
ისტორიული გადაწყვეტილების შესახებ ევროკომისარმა ჟოზეფ ბორელმა ტვიტერზე დაწერა.
"ევროკომისრის თქმით, გეგმა სამი მიმართულებით განხორციელდება. პირველ რიგში, მილიარდი ევრო გამოიყოფა ევროპის მშვიდობის ფონდიდან, მიმწოდებელი წევრი ქვეყნების კომპენსაციისთვის; მეორე, იგივე რაოდენობის თანხა მოხმარდება საბრძოლო მასალის ერთობლივ შესყიდვას და მესამე, ევროკავშირის ქვეყნები თავდაცვის ქარხნების წარმოების სიმძლავრის გაზრდისთვის შეკვეთებს დაიწყებენ", - წერს ბორელი.