20 აგვისტო 2026,   16:16
ვრცლად
თეთრი სახლი ჩინეთის პრეზიდენტს მოუწოდებს გამოიყენოს თავისი ვიზიტი მოსკოვში და დაარწმუნოს რუსეთი, უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულებაში

თეთრი სახლი ჩინეთის პრეზიდენტ სი ძიპინს მოუწოდებს, გამოიყენოს თავისი ვიზიტი მოსკოვში და მოუწოდოს პუტინს, პატივი სცეს უკრაინის სუვერენიტეტს და დაასრულოს ომი უკრაინის წინააღმდეგ.

განცხადება, თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების სპიკერმა ჯონ კირბიმ გააკეთა.

"მოვუწოდებთ პრეზიდენტ სი ძინპინს მოახდინოს ზეწოლა პრეზიდენტ პუტინზე უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემასთან დაკავშირებით. მსოფლიო და ჩინეთის მეზობლები აუცილებლად ყურადღებით მიადევნებენ ამას თვალს. ამ კონფლიქტის დასრულების მცდელობებში გათვალისწინებული უნდა იყოს უკრაინის პოზიცია. ამიტომ მოვუწოდებთ პრეზიდენტ ძინპინს, ითამაშოს კონსტრუქციული როლი პრეზიდენტ ზელენსკისთან საუბრით, რაც არ ყოფილა ომის დაწყების შემდეგ. ჩინეთმა არა მხოლოდ რუსებს არამედ უკრაინელებსაც უნდა მოუსმინოს", - განაცხადა კირბიმ.

დღის ამბები