22 დეკემბერი 2024,   09:45
ვრცლად
გამიჩნდა აზრი, რომ აპირებენ ციხეში დაბრუნებას, არ ვიცი რის საფუძველზე - გიული ალასანია სააკაშვილზე

რამდენად მიზანშეწონილია მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში ყოფნა - "ვივამედი" მიმართავს პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო სამსახურს, საკითხი შეისწავლონ, რადგან მათი შეფასებით, "ის სიმპტომური მკურნალობა, რაზეც თანხმობას აცხადებს პაციენტი, შესაძლებელია ნებისმიერ სხვა დაწესებულებაში".

კლინიკის ამ განცხადებას პოლიტიკურს უწოდებს სააკაშვილის ადვოკატი და ამბობს, რომ საავადმყოფოს ადმინისტრაცია და პერსონალი სააკაშვილის წინააღმდეგ მიზანმიმართულ კამპანიაშია ჩართული. 

"ეს განცხადება მისთვის აბსოლუტურად მოულოდნელი და გაუგებარი იყო, მითუმეტეს თქვა, რომ არაფერ პროცედურებზე ის უარს არ აცხადებს, თუ რაიმე შემოთავაზებაა მკურნალობის ის ყველაფერს ეთანხმება. დამატებით მოვითხოვე ავადმყოფობის ისტორია. ეს განცხადება იყო სრულიად მოულოდნელი, წარმოუდგენელი. "ვივამედის" განცხადების არაფერი არ მჯერა. მთელი ამ წლის განმავლობაში, რაც აქ იმყოფება წერენ ტყუილებს," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ.

მიხეილ სააკაშვილის დედა ვარაუდობს, რომ ექსპრეზიდენტის კვლავ პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანას უპირებენ.

"გამიჩნდა აზრი, რომ აპირებენ ციხეში დაბრუნებას. არ ვიცი რის საფუძველზე, ყოველ შემთხვევაში ამ ადმიანის ჯანმრთელობა არ იძლევა ამის შესაძლებლობას. წესით ექიმი ამას ვერ უნდა შეძლებდეს, მაგრამ მე არ ვიცი აქ რა მოხდება," - განაცხადა გიული ალასანიამ.

ავტორი: ანა ბუავა

დღის ამბები