22 დეკემბერი 2024,   09:33
ვრცლად
ვისაუბრეთ ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე - ეკა გიგაური

”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის განცხადებით, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე, რუსული კანონი და პროცესები განიხილეს, რომლებიც ამ კანონის ინიციირებამდე და ინიციირების შემდეგ იყო.

გიგაურის თქმით, ეს შეხვედრა სამოქალაქო სექტორის მხარდაჭერას ემსახურებოდა.

"ჩვენ ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე ვისაუბრეთ, იმაზე, თუ რა ხდება ჩვენს ქვეყანაში. განვიხილეთ რუსული კანონი და პროცესები, რომლებიც ამ კანონის ინიციირებამდე და ინიციირების შემდეგ იყო. მთავარი გზავნილი იყო, რომ საქართველოში საზოგადოებას ევროკავშირისგან სტატუსი უნდა და ჩვენ ამ სტატუსს ვიმსახურებთ. ქართველი ხალხი იბრძვის რუსეთს წინააღმდეგ, ქართველი ხალხი იბრძვის საქართველოს ევროპული მომავლისთვის. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ვესწრებოდით ამ შეხვედრას ეს არ ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ ჩვენი მხარდაჭერა იყო, არა ეს იყო მხარდაჭერა სამოქალაქო სექტორის მიმართ", - განაცხადა ეკა გიგაურმა.

დღის ამბები