15 ნოემბერი 2024,   06:17
ვრცლად
მნიშვნელოვანი რეფორმები გვაქვს დაწყებული როგორც კლინიკების აკრედიტაციის, ასევე ინფექციის კონტროლის კუთხით - ზურაბ აზარაშვილი სამედიცინო დაწესებულებებში ხარისხთან დაკავშირებულ გამოწვევებზე საუბრობს

ჯანდაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი "კურიერი პიესში" ჯანდაცვის სისტემაში არსებულ გამოწვევებზე საუბრობს.

მისი თქმით, უწყებამ ნიშვნელოვანი რეფორმები დაიწყო.

"გამოწვევები დღესაც საკმაოდ გვაქვს. მნიშვნელოვანი გამოწვევა არის სამედიცინო ხარისხთან დაკავშირებული და ამ მიმართულებით, მნიშვნელოვანი რეფორმები გვაქვს დაწყებული როგორც კლინიკების აკრედიტაციის კუთხით, ასევე კლინიკებში ინფექციის კონტროლის კუთხით. ბატონ თენგიზ ცერცვაძესთან ერთად წინა წელს დავიწყეთ და დღესაც აქტიურად გრძელდება - უკვე 100-ზე მეტ კლინიკაში იყვნენ ჩვენი მონიტორინგის თანამშრომლები, სადაც ინფექციის კონტროლის კუთხით ხდება შემოწმება და ამას აქვს სისტემური ხასიათი. მრავალმა ქვეყანამ, ჩემდა გასაკვირად, უკვე აღიარა, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი შედეგები ამ მიმართულებით. ახლა მნიშვნელოვანია, რომ პროცესი არ მოვადუნოთ და კიდევ უფრო აქტიურად გავაგრძელოთ.

ასევე, 2025 წლიდან, საერთაშორისო აკრედიტაცია შემოგვაქვს და ყველა საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართული კლინიკა ვალდებული იქნება ჩამოთვლილი სტანდარტებიდან ერთ-ერთი მაინც დააკმაყოფილოს და მხოლოდ ამის შემდეგ ექნება საყოველთაო ჯანდაცვაში მონაწილეობის უფლება.

ასევე, დიდი გამოწვევაა გადახდების კუთხით, ანაზღაურების კუთხით და სწორედ აქედან გამომდინარე იყო, რომ ჩვენ დიაგნოზთან შეჭიდული დაფინანსების ჯგუფები შემოვიტანეთ და დღეს რამდენიმე თვის თავზე შეგვიძლია საკმაოდ წარმატებული პროექტი დავარქვათ ამას," - განაცხადა ჯაბდაცვის მინისტრმა.

დღის ამბები