15 ნოემბერი 2024,   12:27
ვრცლად
ცოტა ადამიანია, ვინც ეხმარება პროდასავლურ ფლანგს, მე ვარ ერთ-ერთი და ვაპირებ, გავაგრძელო ბრძოლა ბოლომდე - დავით კეზერაშვილი

ცოტა ადამიანია, ვინც ეხმარება პროდასავლურ ფლანგს, მე ვარ ერთ-ერთი და ვაპირებ, გავაგრძელო ბრძოლა ბოლომდე - ამის შესახებ დავით კეზერაშვილმა სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა.

როგორც ყოფილი თავდაცვის მინისტრი აცხადებს, არიან როგორც პოლიტიკური სუბიექტები, ასევე სამოქალაქო საზოგადოების სუბიექტებიც, რომლებსაც ხშირად სჭირდებათ სხვადასხვა სახის დახმარება.

"არიან სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტები, მათ შორის სამოქალაქო სუბიექტებიც, რომლებსაც ხშირად სჭირდებათ სხვადასხვა დახმარება, თუ ასეთი სურვილი არსებობს იქითა მხრიდან,  მე თავს ვალდებულად ვთვლი, რომ ეს გავაკეთო.

პრინციპი არის ორი: უნდა იყოს აუცილებლად პროდასავლური. იმიტომ, რომ ეს არის მთავარი ამოსავალი წერტილი და მთავარი ბურჯი. მეორე, ეს უნდა იყოს იქითა მხრიდან სურვილი, იმიტომ, რომ მე არ დავდივარ და არ ვეძებ ადამიანებს, პარტნიორებს საქართველოში, ვისაც ვეხვეწები, რომ მოდით, მინდა რაღაცით მოგეხმაროთ," - განაცხადა კეზერაშვილმა. 

დღის ამბები