29 აგვისტო 2026,   17:25
ვრცლად
სამინისტროს ჩართულობის მთავარია ამოცანაა კლინიკის მუშაობა და პაციენტების მიღება ამ სიტუაციაში არ შეფერხდეს - ილია ღუდუშაური

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის ილია ღუდუშაურის განცხადებით, პროცესში სამინისტროს ჩართულობის ძირითადი ამოცანაა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს მუშაობის პროცესი არ შეფერხდეს.

მინისტრის მოადგილის თქმით, არსებული ინფორმაციით, შენობის დემონტაჟი და ახლიდან აშენებაა საჭირო, თუმცა გარკვეული კვლევები კვლავ მიმდინარეობს და მათი დასრულების შემდეგ მიიღება საბოლოო გადაწყვეტილება.

"მთავარი ამოცანა ამ წუთში, რატომაც სამინისტრო ჩართულია პროცესში ის არის, რომ კლინიკა მუშაობს და პაციენტების მიღება არ შეფერხდეს ამ სიტუაციაში. პარასკევს, ჩანიშნულია შეხვედრა მთლიანად მედპერსონალთან, ვფიქრობ, რომ ნელ-ნელა ნორმალიზებისკენ წავა სიტუაცია. არსებული ინფორმაციის საფუძველზე, შეუძლებელი იქნება არსებულ პირობებში გაგრძელდეს მუშაობა და საჭიროა, რომ აშენდეს ახალი, თუმცა დასკვნები რომლებზეც ვსაუბრობთ, ზოგიერთ შემთხვევაში კვლავაც შეფასების ეტაპზეა და როგორც კი დასრულდება, საბოლოო გადაწყვეტილებას შემდეგ მივიღებთ", - განაცხადა ილია ღუდუშაურმა.სამინისტროს ჩართულობის მთავარია ამოცანაა კლინიკის მუშაობა და პაციენტების მიღება ამ სიტუაციაში არ შეფერხდეს - ილია ღუდუშაური

დღის ამბები