15 ნოემბერი 2024,   06:43
ვრცლად
ქუთაისის საკრებულოს ავტოქარხნის მაჟორიტარი დეპუტატი მიხეილ გიორგაძე გახდა

ქუთაისის საკრებულოს ავტოქარხნის მაჟორიტარი დეპუტატი მიხეილ გიორგაძე გახდა. შუალედურ არჩევნებში "ქართული ოცნების" კანდიდატს მხარი 5396-მა მოქალაქემ დაუჭირა. ოლქის მასშტაბით, 95 ბიულეტენი გაბათილდა.

მიხეილ გიორგაძე მოქალაქეებს მადლობას უხდის და იმ გეგმებსა და პრიორიტეტებზე საუბრობს, რომელთა განხორციელებასაც გეგმავს.  "ძალიან კარგი შედეგია. მე ავტოქარხნის მოსახლეობას ამ სიყვარულისა და ნდობისთვის მადლობა მინდა გადავუხადო, ხოლო რაც შეეხება ჩემს მომავალ გეგმებს - ეს უდიდესი პასუხისმგებლობა დამეკისრა და მე იმედი მაქვს, იმ გეგმებს, რაც მოსახლეობის პრობლემებს შეეხება, აუცილებლად ყოველდღიურად მოვიკითხავ და მათთან ერთად გადავჭრი,"-აცხადებს გორგოძე.

ქუთაისში შუალედურ არჩევნები მხოლოდ ერთ ოლქში გაიმართა.

დღის ამბები