დღეიდან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელში ოფიციალურ ვიზიტს იწყებს. სამი დღის განმავლობაში დაგეგმილია ილია დარჩიაშვილის შეხვედრები ისრაელის პრეზიდენტთან, ასევე, ქვეყნის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების უმაღლეს პირებთან.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელში ვიზიტის ფარგლებში, ხელი მოეწერება ქვეყნებს შორის შეთანხმებას ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ და ერთობლივ დეკლარაციას თავისუფალ ვაჭრობასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დაწყებისთვის ტექნიკური-ეკონომიკური კვლევის თაობაზე.
ვიზიტი ითვალისწინებს ისრაელში ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრასაც.