საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის აპრილში წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში -0.7%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2.7% შეადგინა.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, მაჩვენებელმა 2023 წლის აპრილში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.7% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი ასევე 4.7%-ით განისაზღვრა.