NDI-ს მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ საქართველოს ევროკავშირში წევრობა მისაღებია.
კითხვაზე - მისაღებია თუ არა საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა:
მისაღებია -82% ;
მიუღებელია-9%.
NDI ასევე დაინტერესდა, რას ფიქრობს მოსახლეობა საქართველოს NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. გამოკითხული მოსახლეობის 73%-სთვის NATO-ში გაწევრიანება მისაღებია, ხოლო 13% ამბობს, რომ მიუღებელია.
ცნობისთვის, გამოკითხვა 2023 წლის 17-23 მარტის პერიოდში, სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. კვლევა მოიცავს 1,032 დასრულებულ ინტერვიუს (14% გამოპასუხება). საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2% -ია.
NDI-ის კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. კვლევა ჩატარებულია CRRC საქართველოს მიერ.