მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, პოლიტპატიმრების გათავისუფლება, პარტიის გაძლიერება და თბილისში არსებული მნიშვნელოვან პრობლემები - ეს იყო ის ძირითადი საკითხები, რაზეც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა, თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელ - ირაკლი ნადირაძესთან ერთად გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.
ასევე, პარტიის ლიდერებმა ორგანიზაციის წევრებს გააცნეს პარტიის სამოქმედო გეგმა, მათი ხედვები ევროინტეგრაციასა და უკრაინასთან მიმართებით.