15 ნოემბერი 2024,   13:52
ვრცლად
ფინანსთა მინისტრი ერთი წლის განმავლობაში აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს უხელმძღვანელებს

დღეიდან, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ერთი წლის განმავლობაში აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს უხელმძღვანელებს. კორეისგან საქართველომ ოფიციალურად გადაიბარა 2024 წლის ADB-ის ყოველწლიური შეხვედრის მასპინძელი ქვეყნის სტატუსი. გაიხსნა ბანკის მმართველთა საბჭოს ბიზნეს სესია, სადაც ლაშა ხუციშვილი სიტყვით გამოვიდა. მინისტრმა ისაუბრა ბანკის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე და გლობალურ გამოწვევებზე.

ბიზნეს სესიის დასრულების შემდეგ, ფინანსთა მინისტრი შეხვდა კორეის ვიცე-პრემიერს, ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრს. მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები.

 

დღის ამბები