15 ნოემბერი 2024,   12:41
ვრცლად
ქვეყნის აბსოლუტური უმრავლესობა, 90% დაახლოებით, იზიარებს იმ კონსერვატიულ შეხედულებებს, ოჯახურ ფასეულობებს, ღირებულებებს, რომლითაც ჩვენ ყველანი დღემდე მოვედით, ესაა ქრისტიანული ფასეულობები - პრემიერი

პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტს კითხვაზე - "ხართ თუ არა უმრავლესობის პრემიერი" ასე უპასუხა: აი, კლასიკური მაგალითი, როგორ ამახინჯებენ რეალობას ჟურნალისტები.

ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტს მოუწოდა, საზოგადოებას ფაქტებით ესაუბროს. პრემიერმა აღნიშნა, რომ იგი არა უმრავლესობის, არამედ მთელი ქვეყნის პრემიერ-მინისტრია. 

"გასაგებია, რომ თქვენ დავალება გაქვთ. ახლაც დავალებას იღებთ თქვენ ტელეფონზე. მთავარი მინდა გითხრათ - კითხვას რომ სვამთ უნდა მოიყვანოთ სიმართლე, ჭეშმარიტება, ფაქტებით უნდა ელაპარაკოთ საზოგადოებას, ესაა თქვენი მოვალეობა პირდაპირი. მთავარი მინდა გითხრათ, მე არასოდეს მითქვამს, რომ მხოლოდ უმრავლესობის პრემიერ-მინისტრი ვარ, მე ვარ ჩვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, მე ვთქვი მთავარი და თქვენ ალბათ თუ დაიზეპირეთ ჩემი გამოსვლა, შეგიძლიათ, რომ ეს ფაქტები მოუყვეთ ჩვენს საზოგადოებას.

მე ვთქვი ძალიან მარტივი ჭეშმარიტება, რომ ჩვენ არ დავუშვებთ არც უმცირესობაზე ძალადობას და ისევე არ დავუშვებთ უმცირესობის ძალადობას და მათ აგრესიულ პროპაგანდას ჩვენი მოსახლეობის, ჩვენი ხალხის უმრავლესობაზე. ეს უფლებები არის გარანტირებული კონსტიტუციით, ჩემო ძვირფასო.

უფრო მეტიც, ჩვენ კანონით გავამყარეთ ეს ყველაფერი და არც ერთი ადამიანის დისკრიმინაცია არ ხდება ჩვენს ქვეყანაში. მაგრამ მე ვთქვი მთავარი - ჩვენი ქვეყნის აბსოლუტური უმრავლესობა, ესაა 90% დაახლოებით, იზიარებს იმ კონსერვატიულ შეხედულებებს, ოჯახურ ფასეულობებს, ღირებულებებს, რომლითაც ჩვენ ყველანი დღემდე მოვედით, ესაა ქრისტიანული ფასეულობები, ესაა ეროვნული, პატრიოტული, ოჯახური ღირებულებები. მე ამაზე მაქვს საუბარი.

თქვენთვის მისაღებია ის აღვირახსნილი პროპაგანდა, რომელიც მიმდინარეობს ზოგიერთ ქვეყნებში, იგივე სქესის გადაკეთებასთან დაკავშირებით? ესაა პროპაგანდა, რომელიც არის მომწამვლელი ბავშვებში, ბაღებში, სკოლებში, უნივერსიტეტებში აღარ ვსაუბრობ. თქვენ შეგიძლიათ ძალიან ბევრი ინფორმაცია მოიძიოთ ამის თაობაზე. ჩვენი ვალდებულებაა, რაც შეიძლება  მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ ჩვენს საზოგადოებას და ჩვენ ამას გავაკეთებთ," - განაცხადა პრემიერმა.

დღის ამბები