ბერლინში ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩების სამუშაო შეხვედრა - ამბასადორიალი მიმდინარეობს. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
საგარეო უწყების ცნობით, ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა. მინისტრმა ისაუბრა ქვეყნის მიერ ევროინტეგრაციის კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე და სამომავლო გეგმებზე.
შეხვედრის ფარგლებში, სამინისტროს ხელმძღვანელობა საქართველოს ელჩებთან ერთად განიხილავს ევროკავშირის სახელმწიფოებთან ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხებს, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობას, მათ შორის
12 რეკომენდაციის იმპლემენტაციის პროცესს, ევროინტეგრაციის გზაზე წევრი სახელმწიფოების მხარდაჭერასა და გაფართოების პაკეტის ფარგლებში ქვეყნისთვის წარმოქმნილ ახალი შესაძლებლობებს.
ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელთა შეხვედრა დღეს დაიწყო და მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები და საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის წარმომადგენლები