15 ნოემბერი 2024,   13:03
ვრცლად
ახალი ტურისტული ვებ გვერდი და 18 მილიონამდე ვიზიტორი მსოფლიოს 200 ქვეყნიდან საქართველოში

18 მილიონამდე უნიკალური ვიზიტორი მსოფლიოს 200 ქვეყნიდან- ინტერნეტ სივრცეში ჩაშვებიდან მალევე სწორედ ამდენი ადამიანის ინტერესი გამოიწვია ახალმა ტურისტულმა ვებ გვერდმა.

პორტალში ჩატვირთული ინტერაქციული რუკის მიხედვით, ტურისტებს შეუძლიათ სასურველი ისტორიული ლოკაცია აირჩიონ და მოგზაურობა დაგეგმონ.

ვებ გვერდზე ატვირთულია საქართველოს შესახებ დაწერილი 3200-ზე მეტი სტატიაც, რომელიც ტურისტებს ქვეყნის შესახებ სრულ ინფორმაციას ორ ენაზე აწვდის.

ვიზიტორებს საქართველოში გასტრო ტურების დაგეგმვაც შეუძლიათ, "ჯეორჯიათრეველზე" ყველა რეგიონის სამზარეულოა დატანილი. ვებ გვერდზე ასევე განთავსებულია საქალაქთა შორისო ტრანსპორტის ერთიანი ბაზაც.

დღის ამბები