27 აგვისტო 2026,   23:40
ვრცლად
ქართველმა მოფარიკავემ სანდრო ბაზაძემ მადრიდში მიმდინარე მსოფლიო თასზე პირველი ადგილი დაიკავა

სანდრო ბაზაძემ მორიგ წარმატებას მიაღწია - მადრიდში მიმდინარე მსოფლიო თასზე ქართველმა მოფარიკავემ პირველი ადგილი დაიკავა და ამ ტიტულს ისტორიაში მეორედ დაეუფლა.

ბაზაძე მთელი ტურნირის განმავლობაში საუკეთესოდ, უშეცდომოდ ასპარეზობდა, რაც საბოლოოდ შედეგზეც აისახა. ბაზაძემ ერთმანეთის მიყოლებით ფრანგი, კორეელი და ამერიკელი მოფარიკავეები დამაჯერებლად დაამარცხა. ფინალში სანდრო იტალიელ რიკარდო ნუჩიოს დაუპირისპირდა და მარტივად, 15:6 დაამარცხა.

ტურნირის მეორე საშეჯიბრო დღეს 14 მაისს მადრიდში ხმლით მოფარიკავეთა მსოფლიოს თასი უკვე გუნდურში გაიმართება. სანდრო ბაზაძე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ჰონკონგთან დაპირისპირებით იწყებს.  

დღის ამბები