15 ნოემბერი 2024,   08:59
ვრცლად
პუტინის გადაწყვეტილება, საქართველოსთან უვიზო რეჟიმისა და ფრენების აკრძალვის მოხსნის შესახებ, ხვალიდან ძალაში შედის - რას აცხადებენ ოპოზიციაში

პუტინის გადაწყვეტილება, საქართველოსთან უვიზო რეჟიმისა და ფრენების აკრძალვის მოხსნის შესახებ, ხვალიდან ძალაში შედის.

ოპოზიცია თვლის, რომ თუ ფრენები აღდგება, ეს ქვეყნის ევროპულ მომავალს საფრთხეს შეუქმნის, რადგან რუსული ავიაკომპანიების უმეტესობა სანქცირებულია.

"ეს არის ის ფრენები, რომელიც სახელმწიფოს ღალატს უტოლდება. საუბარი შავი ფულის ტარებაზე თბილისი-მოსკოვის მიმართულებით, სანქცირებული ოქროს ტარებაზე და ასევე, ეს უკავშირდება ე.წ. სამხედრო ჩიპებს, რომელიც, შესაძლოა ამ ფრენებით გადაადგილდეს,"- აცხადებს ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი.

პირდაპირ ფრენებს ქვეყნისთვის ზიანის მომტანად აფასებს ”სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტიკური საბჭოს წევრი სერგო ჩიხლაძეც.

"სერიოზული ზიანი იქნება ქვეყნისთვის, მაგრამ საქართველოს მოქალაქეები სამწუხაროდ ჩვენს ტყავზე შევიტყობთ ამ ყველაფერს. ეს არანაირ ბენეფიტს არ მოგვიტანს,"- აღნიშნავს პარტია ”სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტიკური საბჭოს წევრი სერგო ჩიხლაძე.

ხელისუფლება აქცენტს აკეთებს რუსეთში მცხოვრებ 100 ათასობით ქართველის პირობების გაუმჯობესებაზე, თუმცა ამტკიცებს, რომ საქართველოში სანქცირებული კომპანიები ვერ იფრენენ.

დღის ამბები