პარლამენტის თავმჯდომარე აზერბაიჯანის პრეზიდენტს შეხვდა. შალვა პაპუაშვილმა ილჰამ ალიევს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისა და მისი პირადი წვლილისთვის საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების საქმეში.
მხარეებმა დადებითად შეაფასეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დინამიკა.
ყურადღება გამახვილდა ნაყოფიერ თანამშრომლობაზე ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ვაჭრობის და სხვა სფეროებში. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო რეგიონში მიმდინარე მოვლენებს.