სააგენტომ "აწარმოე საქართველოში" არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საინვესტიციო ფორუმში მიიღო მონაწილეობა. მთავარი თემა, მომავალი საინვესტიციო შესაძლებლობების ზრდა და მდგრადი ეკონომიკური განვითარება იყო.
ფორუმზე საქართველო სპეციალური სტენდით იყო წარმოდგენილი - ვიზიტორებს შესაძლებლობა ჰქონდათ დეტალურად გასცნობოდნენ საქართველოს საინვესტიციო გარემოს და მიეღოთ პასუხები მათთვის საინტერესო ყველა შეკითხვაზე.
აბუ დაბის საინვესტიციო ფორუმი, წელს მეთორმეტედ გაიმართა - მასში რამდენიმე ათეული ქვეყნის ინვესტორები, ექსპერტები, აკადემიური წრეების წარმომადგენლები და გადაწყვეტილების მიმღები პირები მონაწილეობდნენ.