15 ნოემბერი 2024,   13:50
ვრცლად
ვაშაძეს ჰყავს რუსი მდგმური საკუთარ ბინაში, ხოშტარია რუსეთის ხაზინიდან იღებს რუბლებს, ვინც ცდილობს აჟიოტაჟი შექმნას, სპეკულანტები არიან - ირაკლი კობახიძე რუსეთთან ფრენებზე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენაზე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამ თემით "ნაციონალური მოძრაობა" და მათი კასტა სპეკულირებენ.

"2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ამ ადამიანებმა შემოიღეს უვიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის. მაშინდელი პრეზიდენტი სააკაშვილი ლარსზე მიდიოდა და თავს იწონებდა იმით, რომ პირადად მასპინძლობდა რუსეთის მოქალაქეებს. ვაშაძეს ყავს რუსი მდგმური საკუთარ ბინაში და ხოშტარია რუსეთის ხაზინიდან იღებს რუსულ რუბლებს. 

ახლა, როდესაც ეს პოლიტიკური ძალა ცდილობს ისპეკულიროს ფრენების აღდგენის თემით, ეს მიანიშნებს, რომ ისინი არის სპეკულანტები და სახელმწიფოს მტრები. სპეკულიანტის გარდა რა შეიძლება ამ კასტას დაერქვას, რომელსაც ეწოდება ნაცმოძრაობა?" - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები