აქცია Georgian airways-ის ოფისთან - საქართველოს ავიახაზების წარმომადგენლობასთან, სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წევრებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა, რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენა გააპროტესტეს.
აქცია პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიწყო, დემონსტრანტები Georgian airways-ის ოფისთან მსვლელობით მოგვიანებით გადავიდნენ. შეკრებილების თქმით, პუტინის გადაწყვეტილება ვიზების გაუქმებასა და პირდაპირი ფრენების აღდგენაზე მაშინ როცა საქართველო ევროპიდან კანდიდატის სტატუსის მოლოდინშია - პროვოკაციაა.