15 ნოემბერი 2024,   13:16
ვრცლად
პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 წევრი აირჩია - ოპოზიციის ნაწილმა მხარი მმართველი გუნდის კანდიდატს დაუჭირა

პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 წევრი აირჩია. კენჭისყრა მალევე შეწყდა, რადგან ოპოზიციამ, პროტესტის ნიშნად, სხდომათა დარბაზი დატოვა.

მათი უკმაყოფილების მთავარი მიზეზი ის გახდა, რომ კანდიდატებს ხმა ოპოზიციის ნაწილმაც მისცა. მანამდე დარბაზშივე გახდა ცნობილი ოპოზიციის სურვილი, რომ კენჭისყრამდე მმართველ გუნდთან ამ თემაზე კონსულტაცია გამართულიყო. კენჭისყრა ფარული იყო. ახლა სხდომაზე შესვენებაა გამოცხადებული.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევას 90 დეპუტატის ხმა სჭირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ უმრავლესობა და ოპოზიცია საერთო მხარდაჭერის მქონე კანდიდატებზე უნდა შეთანხმებულიყო. "ქართული ოცნების" უმრავლესობას სულ 84 ხმა აქვს.

დღის ამბები